დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე“ (მდ. რიონის, ენგურის და ცხენისწყლის მაგალითზე). ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტში სხვადასხვა წლებში ეკავა ლაბორანტის, მეცნიერის, უფროსი მეცნიერის, სწავლული მდივნის, დირექტორის მოადგილის თანამდებობები. 2007 წლიდან არის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე, არის რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი და ავტორ-შემდგენელი.
სარედაქციო საქმიანობიდან აღსანიშნავია: საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) სარედაქციო კომიტეტის წევრი, საქართველოს გეოგრაფია (2013) რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ატლასის (2018) რედაქტორი, საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (2018) რედაქტორი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (2022) რედაქტორი, და სხვ.
2000-2002 წწ. იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
2003-2007 წ.წ. მუშაობდა თბილისის „ბრითიშ ქონექშენის“ სკოლა „აკადემიურში“, გეოგრაფიის მასწავლებლად.
2006 წლიდან დღემდე თანამშრომლობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, როგორც აბიტურიენტებისა და მასწავლებლების ტესტირების ნამუშევრების გამსწორებლად, ასევე სააპელაციო კომისიაში.
2000 წ-დან დღემდე არის გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო–ტექნოლოგიური კომიტეტის წევრი. სისტემატურად მონაწილეობს კომიტეტის სხდომებში. 2012 წელს იყო გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მიერ ორგანიზებული მე-2 საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი.
2014წ-დან არის გაეროს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების სამთავრობოთაშორისი პლატფორმის (IPBES) ექსპერტი. არის წამყვანი ავტორი (LA) აღნიშნული პლატფორმის მიერ მომზადებული დოკუმენტის - Deliverable 3(b)(i)-ს მე-8 თავის „ნიადაგის დეგრადაციისა და აღდგენის თემატური შეფასება“, (IPBES) (http://drupal.ipbes.net/index.php/about-ipbes/national-focal-points/40-work-programme/experts/525-experts-land-degradation-restoration); (http://www.ipbes.net/sites/default/files/downloads/IPBES-4-INF-11.pdf)
2008-2016 წწ. იყო საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2016 წლიდან დღემდე - პრეზიდენტი.
არის საერთაშორისო ჰიდროლოგიური ასოციაციის წევრი(2016 წ., წევრობის #15734).
2016 წ-დან გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციისა და გლობალური მხარდაჭერის პროგრამა, „მიწის ნეიტრალური დეგრადაცია“ პროგრამის ფარგლებში ეროვნულ დონეზე სამუშაო ჯგუფის წევრი.
ევროპის ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის Biodiversa+ 2020-2021 კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრი.