2026 წლის 17–21 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას „სამხრეთ კავკასიაში გეოპარკების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა“.
ღონისძიება გაიმართა გისენის იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლობით, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტის მონაწილეობით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მკვლევრები, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გეოპარკების განვითარების, გეომემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. მონაწილეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები და პრაქტიკული გამოცდილება, გაიმართა თემატური პრეზენტაციები და ერთობლივი დისკუსიები.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას და გეოპარკების მდგრადი განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.