საქართველოს კარსტულ ლანდშაფტზე ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული გეო-საფრთხეებისა და ზემოქმედებების ინტერდისციპლინური კვლევა და მართვა
საქართველოს კარსტულ ლანდშაფტზე ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული გეო-საფრთხეებისა და ზემოქმედებების ინტერდისციპლინური კვლევა და მართვა
  • 2026-05-11 12:25:10

პროექტის ნომერი: FR-25-166

პროექტის ხელმძღვანელი: დოქტ. ლაშა ასანიძე, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი

პროექტის განხორციელების თარიღები: 2026-2029 წლები.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კარსტული გარემოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული გეო-საფრთხეების კომპლექსურ შესწავლას და ანალიზს. შესაბამისად, პროექტში ჩართული მეცნიერები გამოიყენებენ მსოფლიოში ფართოდ აპრობირებულ მეთოდებს საქართველოს კარსტული ლანდშაფტის შესწავლისათვის. ამ მიზნით პირველად საქართველოში,  კვლევის ფარგლებში მოხდება კარსტული ლანდშაფტის დარღვევის ინდექსის შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კარსტული გარემოს მონიტორინგისა და სათანადო მართვისათვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა იტალიელ პროფესორებთან, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქართველოში კარსტული ლანდშაფტის საველე-სამეცნიერო კვლევებში და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს (მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარებს), რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით.