აახენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას.
პროგრამის განმავლობაში აახენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს ისტორიულ, კულტურული და ბუნების ძეგლები, გაეცნენ საქართველოს მდიდარ ტრადიციებსა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას. სტუდენტებს მოგზაურობისას გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ახლდნენ და სამეცნიერო ლექციებს უტარებდნენ, რაც დაეხმარა მათ ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული გარემოს უკეთ გაგებაში. ვიზიტის ბოლოს სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებზე, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე, ერთმანეთს გაუზიარეს დაკვირვებები და კვლევის შედეგები.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საქართველოს ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ გარემოს უკეთ გაცნობაში.
ორივე ინსტიტუტი გეგმავს მომავალშიც ერთობლივი კვლევითი და სასწავლო აქტივობების გაგრძელებას.