ინსტრუქცია

თბილისი, საქართველო, 6-8 ნოემბერი, 2024
თეორიიდან გამოყენებით გეოგრაფიამდე - სგს100

 

კონფერენციის მასალებიდან შერჩეული სტატიები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ გამოქვეყნდება Georgian Geographical Journal-ის 2025 წლის გამოცემებში.

Georgian Geographical Journal გამოიცემა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის და საქართვცელოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით.

ჟურნალის მთავარი მისიაა სამეცნიერო კვლევების განვითარება და კვლევების შედეგების საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა. ჟურნალი ქვეყნდება ონლაინ ფორმატში, სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე გეოგრაფიის, გეოლოგიის და ანთროპოლოგიის მიმართულებით (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ). გამოქვეყნებულ სტატიებს მინიჭებული აქვთ DOI  და მარტივად ხელმისაწვდომია მკითხველებისთვის, რაც ციტირების საშუალებების გაზრდას უწყობს ხელს. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო საბჭო. ჟურნალის Google Scholar IF არის 0.78 (2022). ჟურნალის სტატიები ციტირებულია Springer, MDPI, Elsevier გამოცემებში.

ჟურნალის პოლიტიკაა რეგიონული კვლევების წახალისება. ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევრების წახალისებას. ამით იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების აკადემიურ წინსვლას და მათი კვლევების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

აბსტრაქტის ნიმუში

სრული სტატიის ნიმუში

 

პოსტერის პარამეტრები:

პოსტერის ზომა - პოსტერი უნდა იყოს Portrait ან Landscape განლაგებით, ზომა: A0 (1189 მმ x 841 მმ).

ფორმატი - პოსტერი ადვილად წასაკითხი უნდა იყოს 2 მეტრის დისტანციაზე.

გამოიყენეთ UPPER შრიფტი სათაურისთვის და lower case შრიფტი ძირითადი ტექსტისთვის. მოერიდეთ შერეული შრიფტის ტიპს/სტილს.

ტექსტი და პრეზენტაცია უნდა იყოს მხოლოდ  ინგლისურ ენაზე.