ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 90 წლისაა
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 90 წლისაა
  • 2023-06-21 10:58:32

გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის და გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გეოგრაფია-წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 1-3 ნოემბერს ქ. თბილისში, საქართველო.

კონფერენცია ეძღვნება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლისთავს. ღონისძიების მიზნებია: ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიის სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ვახუშტი ბაგრატიონის მედლის დაარსება. კონფერენციის მიმდინარეობისას პირველად მოხდება მედლების გადაცემა წარმატებული მეცნიერისთვის, ახალგაზრდა მკვლევრისა და წარმატებული პედაგოგისთვის. მედლის გადაცემა მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და ყოველწლიურად გადაეცემა ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებში სპეციალური წესით შერჩეულ კანდიდატებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა Georgian Geographical Journal-ის სპეციალურ ნომრად.

დეტალურად კონფერენციის თემატიკასთანმნიშვნელოვან თარიღებთან და პუბლიკაციის მომზადებასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვრდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: vbig90@tsu.ge

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ბოლო დღეს გათვალისწინებულია ექსკურსია.