2025 წლის 20 თებერვალს გეოგრაფიის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების სემინარი გასულ წლებში განხორციელებულ სამუშაოზე - „საქართველოს წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძველი“ (მომხსენებელი - განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვახტანგ გელაძე). მოხსენების შემდგომ განყოფილების ხელმძღვანელმა ისაუბრა განყოფილების მომავალ სამუშაო გეგმებზე.