2025 წლის 20 თებერვალს ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საანგარიშო სემინარი თემაზე „საქართველოს წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძველი“ (მომხსენებელი - ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვახტანგ გელაძე). მოხსენების შემდეგ განყოფილების ხელმძღვანელმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა თამაზ ყარალაშვილმა წარმოადგინა მომავალი კვლევების გეგმა.