დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, გეოგრაფიის დოქტორი, ჰიდროლოგი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერი. საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.
1997-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობით ჰიდროლოგია-ჰიდროეკოლოგია, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის სტატუსი.
2024 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიების წყლის რესურსების შეფასება და მართვა“ და მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მისი კვლევის ინტერესებია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა და წყლით გამოწვეული სტიქიური მოვლენების შერბილების ღონისძიებების შემუშავება. გავლილი აქვს სტაჟირებები უცხოეთის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში: წყლის შესწავლის ინსტიტუტში (IHE Delft) კურსი „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ და დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUDelft) პროგრამით „სტიქიების რისკების შემცირება და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“, დელფტი (ნიდერლანდები). შეისწავლა მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმების გათვალისწინებით აუზში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაზიანების სცენარების სიმულირება და დატბორვის რისკების პროგნოზირება. ERASMUS+ პროგრამით იმყოფებოდა ქ. ვალენსიაში (ესპანეთი), პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წყლისა და გარემოს ინჟინერიის ინსტიტუტში პროგრამაზე „მდინარეთა აუზების მოდელირება პროგრამული უზრუნველყოფის „AQUATOOL“-ის საშუალებით“. ამავე ინსტიტუტში გაიარა სტაჟირების კურსი თემაზე „წყლის რესურსების სისტემების კომპლექსური დაგეგმვა, მართვაში გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგია და სისტემები“. 2022 წელს დელფტის წყლის შესწავლის ინსტიტუტში (IHE Delft) გაიარა კურსი სახელწოდებით „მდინარეთა დელტების და აუზების სტრატეგიული დაგეგმვა“. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა პროექტები მდინარე რიონის წყლის რესურსების შეფასებისა და მართვის თემაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევებში, მათ შორის შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. არის რეცენზირებადი სტატიების და 3 მონოგრაფიის თანაავტორი (researchgate profile).

