გერმანიის გისენის უნივერსიტეტის სტუდენტთა ვიზიტი საქართველოში
გერმანიის გისენის უნივერსიტეტის სტუდენტთა ვიზიტი საქართველოში
  • 2025-11-21 15:34:06

გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტისა და საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტმა უმასპინძლა გისენის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გამართულ სასწავლო პრაქტიკაში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული და ბუნების ძეგლები, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტრადიციებსა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ასევე ორ ინსტიტუციას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცება.
სტუდენტებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მიიღეს საქართველოს ბუნების სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით. მომავალში იგეგმება ერთობლივი კვლევითი და სასწავლო აქტივობების გაგრძელება.