ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის № FR-23-13630 საგრანტო პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კვლევა - „რაჭის სასოფლო დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები“, რომლის ხელმძღვანელია თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ნანა ნადარეიშვილი. ხოლო კოორდინატორი - ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფიკო ჯვარშეიშვილი.
2024 წლის 12 აგვისტოდან 18 აგვისტომდე, პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, შედგა ექსპედიცია რაჭის რეგიონში, კერძოდ ქ. ონში და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლის მიზანი იყო რაჭაში მოსახლეობის კრიტიკული კლების მიზეზების შესწავლა.
აღნიშნულ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა: სოფიკო ჯვარშეიშვილმა, მზია თუთბერიძემ, ნანა კვირკველიამ, გივი თავაძემ, ელეონორა ჭანიამ. ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდა პროექტის უცხოელი კონსულტანტი, კობლენცის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მაგდალენა შტულბი.
2024 წლის 12 აგვისტოს ექსპედიციის წევრები მიიღო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ. შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრის დირექტორი ნანა სოხაძე.
იმავე დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შარაზადიშვილთან, ასევე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ბაჩანა მარკოიშვილთან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშეწყობით, სამეცნიერო ჯგუფის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის დეპოპულაციის განმაპირობებელი ლოკალური ფაქტორების შესწავლის მიზნით, მოხდა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მუდმივი და სეზონური მოსახლეობის გამოკითხვა.
2024 წლის 16 აგვისტოს, სამეცნიერო მკვლევართა გუნდმა ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლევის პირველადი შედეგები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ რაჭის სასოფლო დასახლებების დეპოპულაციის კვლევა კვლავ გრძელდება. მომავალ წელს დაგეგმილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.