გეოგრაფიის ინსტიტუტში 2018 წელს დამუშავდა რეგიონული კარტოგრაფირების კონცეფცია და მეთოდოლოგია. იგი ითვალისწინებს საქართველოს 12 რეგიონისთვის კომპლექსური ატლასების შედგენას. რეგიონული ატლასების შედგენა და გამოსაცემად მომზადება მოხდება ეტაპობრივად, სერიების მიხედვით. 2023 წელს გამოსაცემად მომზადდა რეგიონული ატლასების პირველი ტომი - კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი.