საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ (VBIG90)
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ (VBIG90)
  • 2023-11-07 21:02:14

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა 90 წლის იუბილე, 1-3 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციით „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ (VBIG90) აღნიშნა. პირველი დღე დაეთმო საზეიმო სხდომას საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე, ინსტიტუტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ინიციატივით დაწესდა ვახუშტი ბაგრატიონის მედალი, რომელიც წელს პირველად გადაეცათ ინსტიტუტის ღვაწლმოსილ მეცნიერებს. კონფერენციის მეორე დღეს სამეცნიერო სესიების მუშაობას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კოლეგებმა საქართველოდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე კვლევებზე. კონფერენციის დასასრულს ინსტიტუტისა და National Geographic Georgia-ს მიერ გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტატიის და პოსტერის წარმდგენი ახალგზრდა მკვლევრები, რომელთაც სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.