2023 წლის 23-28 აპრილს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში EGU-ს ორგანიზებით ჩატარდა ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა. მოგეხსენებათ, EGU არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს. EGU-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც ათასობით მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას 18 831 მეცნიერი იღებდა, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებიც, რომლებიც ასამბლეაზე ერთი ზეპირი, ერთი პოსტერული მოხსენებით და სემინარული მუშაობით წარსდგნენ.