თბილისი, საქართველო, 4-6 ნოემბერი, 2026
გეოგრაფია და მდგრადი განვითარება: მომავლის პერსპექტივები - SFG
აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 1 ივნისი, 2026 (აბსტრაქტის/სტატიის ატვირთვისას შესაძლო პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ელფოსტაზე sfg@tsu.ge)
აბსტრაქტზე თანხმობის გამოგზავნა: მიღებიდან მაქსიმუმ 2 კვირა
სრული სტატიის წარდგენის ვადა: 1 ოქტომბერი, 2026
რეგისტრაციის ვადა: 15 ოქტომბერი, 2026
საკონფერენციო მოსაკრებელი[1]
[1] გადასახადი დაკავშირებულია სტატიების გამოქვეყნებასთან და სხვა ტექნიკურ-საორგანიზაციო ხარჯებთან.
|
|
ლარი[*] |
|
მონაწილე (სტანდარტული) |
150 |
|
სტუდენტი[**] (შემცირებული) |
100 |
|
ვირტუალური პრეზენტაცია (სტანდარტული) |
80 |
|
ვირტუალური პრეზენტაცია (სტუდენტი) |
50 |
|
პოსტერული პრეზენტაცია (სტანდარტული) |
150 |
|
პოსტერული პრეზენტაცია (სტუდენტი) |
100 |
|
მხოლოდ სტატიის გამოქვეყნება |
80 |
|
გალა-ვახშამი |
100 |
|
ექსკურსია |
50 |
[*] გადასახადი მოიცავს სტატიის გამოქვეყნების და 1 ავტორის მონაწილეობის ხარჯებს (საკონფერენციო მასალები, ყავის შესვენება, ლანჩი). თანაავტორებს აქვთ თავისუფალი წვდომა კონფერენციის სესიებზე, ხოლო გალა-ვახშამის და ექსკურსიის თანხა არის დამატებითი მოსაკრებელი.
[**] სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უმაღლესი სასწავლებლიდან.
ექსკურსიის და გალა-ვახშამის დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ
რეგისტრაციის გავლისას (რეგისტრაცია) და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ აბსტრაქტის მიღების დასტურის პარალელურად მეილზე მიიღებთ ინვოისს, რომლის საფუძველზეც შეგეძლებათ შესაბამისი თანხის გადმორიცხვა ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე.
გაითვალისწინეთ, რომ საბანკო მოსაკრებელს იხდი(ან)ს ავტორ(ებ)ი.
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ კონფერენციის ელექტრონულ ფოსტაზე sfg@tsu.ge.
გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ SFG