საერთაშორისო კონფერენცია „გეოგრაფია-წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ გაიმართება 2023 წლის 1-3 ნოემბერს, თბილისში. კონფერენცია ეძღვნებ
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ვახუშტი ბაგრატიონის მედლის დაარსება. აღნიშნული ნაბიჯი ემსახურება გეოგრაფიის პოპულარიზაციას განათლების საშუალო და უმაღლეს საფეხურზე. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით სპეციალური ჟიური გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ მონაწილეებს. ვახუშტი ბაგრატიონის მედალთან და ნომინაციებთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შეიტყობთ აქ.
კონფერენციის მსვლელობის პარალელურად გაიმართება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უახლესი პოპულარული გამოცემების გამოფენა. სწორედ აღნიშნული გამოცემები გადაეცემა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს საჩუქრად.
კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. ამით საორგანიზაციო კომიტეტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში. პარალელურად გულითადად გელით თბილისში.
კონფერენციის სამეცნიერო თემატური სესიების შესახებ ინფორმაციას შეიტყობთ აქ.
მნიშვნელოვანი თარიღებისა და საფასურთან დაკავშირებით ეწვიეთ შემდეგ გვერდს.
კონფერენციის აბსტრაქტის და სრული სტატიის მოსამზადებელი ინსტრუქციები იხილეთ აქ.
რეგისტრაციის ინსტრუქციას მიიღებთ აქ.
კონფერენცია ტარდება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით.
კონფერენციის პარტნიორია Georgian Geographical Journal.