ინსტრუქცია

თბილისი, საქართველო, 1-3 ნოემბერი, 2023
გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება Georgian Geographical Journal-ის სპეციალურ გამოცემაში. 

Georgian Geographical Journal გამოიცემა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის და ალ. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით.

ჟურნალის მთავარი მისიაა სამეცნიერო კვლევების განვითარება და კვლევების შედეგების საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა. ჟურნალი ქვეყნდება ონლაინ ფორმატში, სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე გეოგრაფიის, გეოლოგიის და ანთროპოლოგიის მიმართულებით (მიზნები და ამოცანები). გამოქვეყნებულ სტატტიებს მინიჭებული აქვთ DOI  და მარტივად ხელმისაწვდომია მკითხველებისთვის, რაც ციტირების საშუალებების გაზრდას უწყობს ხელს. ჟურნალს ყავს საერთაშორისო სარედაქციო საბჭო. ჟურნალის Google Scholar IF არის 0.78. ჟურნალის სტატიები ციტირებულია Springer, MDPI, Elsevier გამოცემებში.

ჟურნალის პოლიტიკაა რეგიონული კვლევების წახალისება. ჟურნალი სპეციალურ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევრების წახალისებას. ამით იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების აკადემიურ წინსვლას და მათი კვლევების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

აბსტრაქტის ნიმუში

სრული სტატიის ნიმუში